
ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, რომ მათ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარონ. არჩევნები 17-19 მარტს იმართება და მსს, სავარაუდოდ, კვლავ ვლადიმერ პუტინის მოიგებს, რომელიც კენჭს მეხუთე ვადით იყრის. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
The Washington Post-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნავალნაია წერს: „მსოფლიომ უნდა აღიაროს, რომ პუტინი ის სულაც არ არის, რადაც საკუთარ თავს ასაღებს. ის არის უზურპატორი, ტირანი, სამხედრო დამნაშავე და მკვლელი“.
იულია ნავალნაიამ და ალექსეი ნავალნის თანამებრძოლებმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსის მკვლელობაში პუტინი დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, ნავალნი კოლონიაში მოკლეს, რათა მისი გაცვლა ჩაეშალათ. რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს კოლონიაში „ბუნებრივი მიზეზებით“ გარდაიცვალა.
0
0