27/05/2022
16:13
პოლიტიკა
ითხოვდნენ ჩარტერული რეისების გაშვებას, რომელსაც უნდა წაეყვანა „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მოხალისეები - ეს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის პირდაპირ საომარ მოქმედებებში და საომარ კონფლიქტში ჩართულობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
მისი თქმით, ჩარტერულ რეისებს ითხოვდნენ ის ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია.
„მე მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი მოტივაცია, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა, მიუხედავად განსხვავებისა, უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, რასაც სამწუხაროდ თქვენგან ვერ ვხედავთ - პირიქით, ალბათ, მექნება საშუალება, რომ ამაზე დეტალურად ვისაუბრო, თუ რას გვთხოვდით თქვენ ჩვენ. მინდა ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა - ითხოვდნენ ჩარტერული რეისების გაშვებას, რომელსაც უნდა წაეყვანა „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მოხალისეები და ეს უნდა გაეკეთებინათ ტელევიზიების ჩართვით, "ლაივების" ჩართვებით და ა.შ. ჩარტერულ რეისებზე ნებართვას გასცემს საქართველოს მთავრობა. იმ დროს როცა მსოფლიოში არც ერთმა ქვეყანამ მსგავსი რამ არ გააკეთა, პირიქით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ყველამ, აბსოლუტურად ყველამ მოუწოდა საჯაროდ მოუწოდა თავის მოქალაქეებს საპირისპირო, რომ ისინი არ ჩართულიყვნენ საომარ მოქმედებებში და ამ დროს ეს ადამიანები, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გვთხოვდნენ, რომ ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მოქალაქეები - ეს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის პირდაპირ საომარ მოქმედებებში და საომარ კონფლიქტში ჩართულობას და ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ეს არის მავნებლობა, ეს არის მტრობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0