
"იტირე, მიშა!!!" - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალური ქსელით ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ემანუელ მაკრონისადმი დღევანდელ მიმართვას.
ანჯაფარიძე წერს: - "მე მჭირდება რეაქციები მსოფლიოსგან, რადგან მე ვკვდები, ბევრი დრო არ მაქვს" - ეს არის ამონარიდი საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონისთვის სააკაშვილის მიერ გაგზავნილი წერილიდან.
ეს ამონარიდიც არის დასტური იმისა, რომ საერთაშორისო აფერისტ სააკაშვილს საქართველო სამშობლოდ არ მიაჩნია, როგორც ტიპურ კოსმოპოლიტს, მას არ აქვს საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ენმ-ი ამომრჩევლების, ემპათიის და მხარდაჭერის იმედი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეძებს მხარდაჭერას და საყრდენებს.
ეს მშიშარა უბადრუკი ტირანი ახლა ტირილით ცდილობს ფონს გასვლას, და ვერც ხვდება რამდენად ამძიმებს მისი და ენმ-ის მდგომარეობასაც. თუმცა, ეს კარგია, იტირე მიშა!!!" დაწერა ანჯაფარიძემ.
როგორც ცნობილია, დღეს სოციალური ქსელით გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის ფრანგულ ენაზე ხელნაწერი წერილი, რომელშიც ის საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დახმარებას სთხოვს.
0
0