
იტალია მზად არ არის რუსეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის პოტენციური თავდასხმისთვის, – ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროტეზომ განაცხადა.
კროზეტოს თქმით, იტალიამ ბოლო 20 წლის განმავლობაში თავდაცვაში საკმარისი ინვესტიცია არ ჩადო და ამის ერთ ან ორ წელიწადში კომპენსირება შეუძლებელია.
„ჩვენ მზად არ ვართ არც რუსეთის და არც სხვა ქვეყნის მხრიდან თავდასხმისთვის, ამაზე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობ. ვფიქრობ, ჩვენი ამოცანაა ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, რომ რომელიმე გიჟმა თუ გადაწყვიტა ჩვენზე თავდასხმა, თავდაცვა მოვახერხოთ, მე არ ვსაუბრობ პუტინზე, ვსაუბრობ ყველაზე“, – აღნიშნა კროზეტომ.
კროტეზოს თქმით, იტალია იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ ნატო-ს თავდაცვაში აღმოსავლეთ ფლანგზე. უკრაინაზე საუბრისას, იტალიის თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება უახლოეს კვირებში მოქმედებას დააჩქარებს.
0
0