
იტალიის ქალაქ ტრიესტის პოლიციამ ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავა, რომელიც 8 პირისგან შედგებოდა. 3 თვის განმავლობაში ბანდამ 22 ძარცვა და ქურდობა მოაწყო. ჯგუფის ერთმა წევრმა მიმალვა მოახერხა. ამის შესახებ triesteprima.it იუწყება.
ქართველების კრიმინალური დაჯგუფება ძვირფასეულობას, საათებს, ოქროს ზოდებს იპარავდა. ასევე პოლიციის ინფორმაციით, მათ ნახევარ მილიონ ევრომდე ნაღდი ფული მოიპარეს.
ქართველების ბანდა განსაკუთრებით მდიდრების სახლებს ძარცვავდა. სახლზე თვალთვალის შემდეგ ისინი იქ შედიოდნენ - ძირითადი სამიზნე სეიფები იყო. კრიმინალები ძალზე პროფესიონალურად მოქმედებდნენ და დანაშაულის ადგილზე კვალს არ ტოვებდნენ.
დამნაშავეების დაკავება იტალიური პოლიციის და კარაბინერების ერთობლივი ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. პოლიცია მათზე თვალთვალს, ასევე მობილური ტელეფონების მიყურადებას ახორციელებდა.
ბანდაში შედიოდნენ პირები, რომლებიც ბინების და სეიფების გასატეხად აუცილებელი ინსტრუმენტების მიწოდებაზე იყვნენ პასუხისმგებლები. ასევე ისინი, ვინც ნაძარცვს საქართველოში აგზავნიდნენ, ეს ძირითადად ავტობუსების გამოყენებით ხდებოდა.
0
0
მუხრანში მკვლელობა მოხდა
24/01/2026