
იტალიელმა მამაკაცმა გინესის რეკორდი დაამყარა თვალების ბუდეებიდან რეკორდულ მანძილზე გამოწევით.
ურუგვაის მოქალაქე უილიამს მარტინ სანჩეს ლოპესი, რომელიც მილანში ცხოვრობს, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა თავისი უნიკალური უნარის წყალობით - მან თვალები და თვალის ბუდეები 1.88 სმ-ით გააფართოვა. 28 წლის რეკორდსმენის თქმით, მას ეს უნარი ბავშვობაში განუვითარდა. როდესაც ის, დაახლოებით, 8 ან 9 წლის იყო, აღმოაჩინა, რომ შეეძლო თვალების ირგვლივ კუნთების მოდუნება და თვალების გამობერვა. დროთა განმავლობაში მან ეს უნარი სრულყოფილებამდე დახვეწა.
თავისი უჩვეულო ნიჭით, მამაკაცი არა მხოლოდ აოცებს მეგობრებს და შემთხვევით გამვლელებს, არამედ პოპულარობას იძენს სოციალურ ქსელებში. მისი ვიდეოები ათასობით ნახვას აგროვებს და გამომწერები სთხოვენ სანახაობრივი ნომრის გამეორებას.
„ყველაზე სასაცილო იმ ადამიანების რეაქციაა, რომლებიც ასეთ რამეს არ ელოდებიან. ვიღაცას ვუახლოვდები და უცებ თვალები მიფართოვდება. ისინი, როგორც წესი, შიშისგან ხტუნაობენ“, - ხუმრობს მარტინი.
ასეთი ექსტრავაგანტული ნიჭის მიუხედავად, თავად უილიამსი ხაზს უსვამს, რომ მას უბრალოდ უყვარს სიცილი და გარშემომყოფთა განწყობის ამაღლება.
„მე იუმორის გრძნობის მქონე ადამიანი ვარ და ის ფაქტი, რომ შემიძლია ადამიანების ასე გაოცება, ცხოვრებაზე განსაკუთრებული ხედვაა“, - აღნიშნა მან.
0
0