
იტალიის პოლიციამ ოდესასა და ოდესის რეგიონში მოქმედი საერთაშორისო ძებნილი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა. ამის შესახებ იტყობინება რომის პოლიციის დეპარტამენტი.
პოლიციამ 44 წლის საქართველოს მოქალაქეს „კანონიერი ქურდი“ უწოდა დაის „ორგანიზებული დანაშაულის მაღალი რანგის წევრად“ მოიხსენია. მისი ვგინაობა არ სახელდება.
„2023 წლის სექტემბრიდან საერთაშორისო ძებნილი იყო კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით და დააკავეს ჩიამპინოს აეროპორტში“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. დამნაშავე გერმანული სანომრე ნიშნების მქონე მანქანაში დააკავეს.
პოლიციის ცნობით, დაკავებული მამაკაცი ოდესასა და ოდესის რეგიონში დანაშაულებს კოორდინაციას უწევდა, რის გამოც თავისი გავლენის სფეროში მრავალ მიმდევარს იზიდავდა. „„უფროსის“ დავალებით, მისმა ნდობით აღჭურვილმა პირებმა, სავარაუდოდ, 2021 წლის აგვისტოში მკვლელობის მუქარით ადამიანს 350 000 დოლარი გამოსძალეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
23/05/2025