
იტალიას, საფრანგეთსა და შვეიცარიას თავს ძლიერი შტორმი დაატყდა. სტიქია ძირითადად ალპების რეგიონში მძვინვარებს, სადაც უხვმა ნალექმა და ქარბუქმა რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ "დოიჩე ველე" ავრცელებს.
მედიის ცნობით, იტალიის ჩრდილოეთში გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. დატბორილია ტერიტორიები პიემონში, სამხრეთ ტიროლსა და ლომბარდიის რეგიონებში. ქალაქ ვალდანოში მოვარდნილმა წყალმა ავტომობილი წაიღო, რომელშიც მამა-შვილი იმყოფებოდა. ორივე მათგანი დაიღუპა. 92 წლის გარდაცვლილი მამაკაცი იპოვე პიემონში ერთ-ერთ დატბორილ სახლში. 6 400-მდე აბონენტი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი აოსტას ხეობაში.
ელექტროენერგია არ მიეწოდება შვეიცარიის კურორტებსაც, შეფერხებებია სატელეფონო ქსელებზეც. კურორტი ცერმატისკენ მიმავალი გზა შტორმის გამო ჩაიხერგა.
ერთი ადამიანი დაიღუპა საფრანგეთის კურორტ ვალ ტორანსში. ქალი ზვავში მოყვა და გულის შეტევა მიიღო.
0
0