იტალიაში, ნეაპოლთან აფეთქების შედეგად ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა
23/09/2024
11:34
მსოფლიო
A-
+A
იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად, ქალაქ სავიანოში აფეთქების შედეგად ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა.
BBC-ს ცნობით, აფეთქება ორსართულიან სახლში მოხდა, სადაც ოჯახი ცხოვრობდა. შემთხვევას ორი ბავშვი, მათი დედა და ბებია ემსხვერპლნენ. ოფიციალური ინფორმაცია ბავშვების ასაკთან დაკავშირებით არ ვრცელდება, მაგრამ მედიის ცნობით და-ძმა 4 და 6 წლის იყვნენ. მაშველებმა მამის და ჩვილის გადარჩენა მოახერხეს. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. კაცის მდგომარეობა სერიოზულია, თუმცა ბავშვის ტრავმები მძიმე არ არის.
აფეთქების ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
0
0
27
სიახლეები
ყველა
„თბილისობა“ წელს 5-6 ოქტომბერს გაიმართება
23/09/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%