
იტალიელი რენესანსის ოსტატის ლეონარდო და ვინჩის დედა ჩერქეზი იყო - ამბობს იტალიელი მწერალი და ლიტერატურის პროფესორი კარლო ვეჩე. ამის შესახებ გამოცემა Avvenire იტყობინება.
ვეჩემ ფლორენციის სახელმწიფო არქივში აღმოაჩინა დოკუმენტი ქალის გათავისუფლების შესახებ, რომელსაც ხელი მოეწერა 1452 წლის ნოემბერში, ლეონარდოს დაბადებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ. სანოტარო აქტში წერია, რომ ის იყო ჩერქეზი თავადის, სახელად იაკოვის (იაკობის) ქალიშვილი. დოკუმენტს ხელს აწერს ნოტარიუსი პიერო და ვინჩი, მომავალი მხატვრის მამა.
მეცნიერის თქმით, კატერინა ფლორენციაში კავკასიიდან ვენეციის გავლით ჩავიდა, როგორც მონა. ტოსკანაში ის მუშაობდა მქსოველად: ვეჩეს აღმოჩენა ვარაუდობს, რომ ლეონარდო არ იყო მისი პირველი შვილი.
ვეჩე მუშაობს იტალიური ლიტერატურის პროფესორად ნეაპოლიტანური უნივერსიტეტის L'Orientale-ში და ითვლება და ვინჩის მთავარ სპეციალისტად.
0
0