-share.jpg)
რუსეთის შეტევითი ოპერაციები დონეცკის ოლქში უახლოეს კვირებში გაძლიერდება, რადგან იქ უფრო მობილიზებული ჯარი და ასევე ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილიდან გაყვანილი ძალები ჩავა. ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსთა უახლეს ანგარიშშია ნათქვამი.
უკრაინული ძალები ამ მხარეში ინტენსიური ზეწოლის ქვეშ მოექცევიან და კიევს, სავარაუდოდ, განახლებული რუსული შეტევებისგან თავის დასაცავად, ჯარების გადაადგილება მოუწევს.
ანალიტიკოსების აზრით, რუსები, მცდელობის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვან ოპერატიულ წარმატებას მიაღწევენ, თუმცა, დროთა განმავლობაში, მათ, უზარმაზარი დანაკარგების ფასად, ბახმუტის აღება შეუძლიათ.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსი მობილიზებული სამხედრო მოსამსახურეები არასაკმარისად გაწვრთნილნი, აღჭურვილნი არიან და ძალიან უხალისოდ ომობენ.
დონეცკის ოლქში მოქმედი რუსული ძალები რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების ნაწილებს, მობილიზებულ სამხედრო პერსონალს, “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლებს, BARS-ის (რუს მოხალისეთა რეზერვი) ფორმირებას, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მეომრებს, რამზან კადიროვის ჩეჩნური დანაყოფების ჯარისკაცებსა და მოხალისეთა ბატალიონებს მოიცავს. საბრძოლო ძალების ამ უცნაურ კონგლომერატს გაცილებით დაბალი ეფექტური საბრძოლო ძალა ექნება, ვიდრე ანალოგიური რიცხვის მქონე რეგულარული დანაყოფების დაჯგუფებას.
ISW-ის ანალიტიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სუროვიკინმა მისი ძალად გადაქცევა შეძლოს, რომელსაც ფართომასშტაბიანი შეტევითი მექანიზებული მანევრული ომი განახორციელება შეუძლია, მით უმეტეს, რომ ის კოორდინირებული დარტყმის მისაყენემლად დროს არც კი ხარჯავს (ან დახარჯვის უფლება არ აქვს).
”ძალების ეს უცნაური კომბინაცია, სავარაუდოდ, რიცხობრივი უპირატესობის გამო გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ უკრაინელი დამცველები, ალბათ გაძლიერებულნი, სავარაუდოდ, უახლოეს რამდენიმე თვეში თავდაპირველ პოზიციებზე შეჩერებას აიძულებენ,” - აცხადებენ ISW-ის ანალიტიკოსები.
უკრაინა ასევე, სავარაუდოდ, დასავლეთ ხერსონიდან საბრძოლო ძალას დაიბრუნებს და მას სხვა რაიონებში გადაანაწილებს, როგორც თავდაცვითი, ასევე კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა, რუსებს დნეპრის გასწვრივ დაედევნონ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რადგან აღმოსავლეთ სანაპიროზე უკრაინული ჯგუფის ლოგისტიკური მხარდაჭერა ძალიან რთულია. ამიტომ, უკრაინის შეიარაღებული ძალები, დიდი ალბათობით, კონტროლს დასავლეთ სანაპიროზე გააძლიერებენ, იქ საკმარის ძალებს დატოვებენ, რათა რუსების მიერ მდინარის ხელახალი გადალახვის ნებისმიერი მცდელობა შეაჩერონ.
0
0