-share.jpg)
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, “ისტორიული დღეა და უკრაინა ხერსონს იბრუნებს”. მისი თქმით, უკრაინული ჯარი ქალაქის მისადგომებთანაა და სულ ცოტა დრო რჩება შესვლის დაწყებამდე.
“დღეს ისტორიული დღეა. ხერსონს ვიბრუნებთ. ამ მომენტისთვის ჩვენი დამცველები ქალაქის მისადგომებში არიან, სულ ცოტა რჩება და შესვლას დავიწყებთ. მაგრამ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები უკვე ქალაქში არიან. ხერსონელები ელოდებოდნენ. არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე. უკრაინის იმედი ყოველთვის მართლდება და უკრაინა ყოველთვის იბრუნებს თავისას”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე ინფორმაციით, მუქარის მიუხედავად ხერსონელებს უკრაინის სჯეროდათ და უკრაინის დროშებს ინახავდნენ, ხოლო რუსულ სიმბოლიკებს იშორებენ ქუჩებიდან, შენობებიდან.
“თავად ხერსონელები უკვე იშორებენ ქუჩებიდან და შენობებიდან რუსულ სიმბოლიკას და ხერსონში ოკუპანტების ყოფნის ნებისმიერ კვალს. ასევე იყო ყველა სხვა ქალაქში, რომელიც ჩვენმა დამცველებმა გაათავისუფლეს. ასევე იქნება იმ ქალაქებში, რომლებიც ჯერ კიდევ ელიან ჩვენს დაბრუნებას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
0
0