28/07/2023
14:24
პოლიტიკა
ისტორიულ აბრეშუმის გზაზე, რომელიც ჩინეთიდან, აზიიდან დასავლეთ ევროპის ბაზრებისკენ მიდის, საქართველოს საგანგებო გეოპოლიტიკური პოზიცია უკავია, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჩინეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ვიზიტს გამოეხმაურა.
„ვექტორი, რომელიც ჩინეთს გააჩნია, მხოლოდ კავკასიისა და აზიის რეგიონებს არ ითვალისწინებს. მისი ამოცანაა ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოება დასავლეთის ბაზრებთან. ისტორიულ აბრეშუმის გზაზე, რომელიც აზიიდან დასავლეთ ევროპის ბაზრებისკენ მიდის, რასაკვირველია, საქართველოს საგანგებო გეოპოლიტიკური პოზიცია უკავია. ხელმოწერილი ხელშეკრულებები კიდევ ერთხელ დაადასტურებს და ხაზს გაუსვამს იმას, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა საგანგებო მნიშვნელობის მატარებელია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო.
0
0