10/07/2023
11:34
საზოგადოება
“ისტორიისა და თანამედროვეობის შეხვედრა - აღმოაჩინეთ ალავერდი მიტროპოლიტ აბბა ალავერდელთან ერთად” - საქართველოს პირველი არხის “კვირის მოამბემ” ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა ალავერდის მონასტრის ისტორიასა და სამონასტრო ცხოვრებას:
🔻 ალავერდი - ისტორიისა და თანამედროვეობის შეხვედრის ადგილი
◾ სამონასტრო ცხოვრება და ყოველდღიურობა ტიპიკონს მიღმა
◾ კიდევ ერთხელ აღმოაჩინეთ ალავერდი აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის მეგზურობით…
…
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის ალავერდელ ეპისკოპოსად ხელდასხმიდან 31 და ალავერდელობიდან 30 წელი შესრულდა…
აღსანიშნავია, რომ 2004 წელს დაიწყო ზრუნვა ალავერდის ეპარქიის განაშენიანებაზე.
ალავერდის მამათა მონასტერში სამონასტრო ცხოვრების აღორძინებასთან ერთად, დაიწყო მონასტრის აღდგენა-განახლებაც...
მიმდინარეობს მნიშვნელოვანი და მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები. ძველმა გალავანმა თავისი სახე დაიბრუნა...
შეიცვალა გადახურვა, კვლავ განახლდა მონასტრის ძველი, ისტორიული დარბაზები. გაშენდა ზეთის ხილის ბაღი...
აღდგა ალავერდის მონასტრის ისტორიული მარანი. დღეს მონასტრის მარანი 30 ტონამდე ღვინოს აწარმოებს.
ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე დაიწყო სიძველეთსაცავის მშენებლობა, რომელიც თანამედროვეობის შესაბამისია...
ნახეთ ვრცელი რეპორტაჟი, რომელიც “კვირის მოამბემ” მოამზადა:
0
0