
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის ეზოში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით, სახელმწიფო დროშა აღიმართა.
პრეზიდენტმა ეს დღე ორბელიანების სასახლეში სტუდენტებთან ერთად აღნიშნა და მათ მიმართა.
,,მინდა მოგილოცოთ ეს დღე და გისურვოთ, რომ ეს წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული და იმ ყველაფრის მომტანი იყოს, რაც ჩვენ, ყველას ამ ქვეყნისთვის გვინდა. დარწმუნებული ვარ, თქვენც, თქვენი მომავლისთვის გინდათ, რომ ეს ქვეყანა ეროპული, წარმატებული და ყველანაირად მდიდარი იყოს, რაც იმის საფუძველი იქნება, რომ თქვენც მონახოთ ამ ქვეყანაში თქვენი მომავალი და არ ეძებოთ ეს მომავალი სადმე სხვაგან.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს თქვენ ამ ღონისიძებაში მონაწილეობთ, რადგან ეს თქვენი დროშაა. ეს სასახლეც, ასევე, სახელმწიფოსა და თითოეული თქვენგანისაა, ამითაა ეს სხვა უწყვეტობა ხალხსა და სახელმწიფოს შორი, ამასაც ხაზი უნდა გაესვას. კიდევ ერთხელ გილოცავთ!“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მოწვეულ სტუმრებს დროშის დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძემ. ,,ბმა დროშასა და სამშობლოს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორიის განმავლობაში, დროშა სანამ იდგა, ქართველები იბრძოდნენ, ასეთი ბმაც არსებობს.“
ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენლები, პრეზიდენტის მრჩევლები და მოწვეული სტუდენტები.
0
0