
ისტორიაში პირველად, რუსეთი მარტო ებრძვის მთელ დასავლეთს - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა . ამის შესახებ ინფორმაციას TASS ავრცელებს.
„ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი. ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანი მტრის დამარცხებაა. პირველად ისტორიაში, რუსეთი მარტო იბრძვის მთელი დასავლეთის წინააღმდეგ“, - თქვა მან.
მინისტრის თქმით, რუსეთს პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს, მოკავშირეები ჰყავდა, მაგრამ, ამჟამად, ისინი არ არიან. ლავროვი გამოვიდა მოუწოდებით, მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნონ სისუსტის ან უძლურების თავიდან ასაცილებლად.
ამავდროულად, მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსულ მხარესა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შორის დიალოგი აჩვენებს, რომ დასავლეთში ჯერ კიდევ არიან გონიერი ადამიანები. მისი თქმით, მათ საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა აქვთ შეერთებულ შტატებში.
ლავროვმა განაცხადა, რომ ამერიკელი ლიდერი პრაგმატულია და არ სურს ომები.
0
0