
სენატორმა მუშტაქ აჰმედმა ჯამაათ-ე-ისლამის პარტიიდან "მის პაკისტანს" სამარცხვინო უწოდა, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანვარ ულ-ჰაკ კაკარმა მასზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა, პაკისტანელ მამაკაცებს შორის ონლაინ საუბრები კი განსაკუთრებით მწვავე და კრიტიკულია. რამ გამოიწვია ასეთი აღშფოთება?
პაკისტანელების აღშფოთების მიზეზი ერიკა რობინი, ყარაჩაღელი ქრისტიანი გოგონაა, რომელიც კონსერვატიულ პაკისტანს "მის სამყაროს" სილამაზის კონკურსზე წარადგენს.
"ძალიან სასიამოვნოა, რომ პაკისტანს წარვადგენ, მაგრამ არ მესმის, საიდან მოდის ამდენი აგრესია. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ მამაკაცებით სავსე ოთახში საცურაო კოსტიუმით უნდა გავიარო",- განაცხადა ერიკამ BBC-სთან ინტერვიუში.
ისინი, ვინც ერიკა რობინს აკრიტიკებენ, აცხადებენ, რომ ის ისეთ ქვეყანას წარადგენს, რომელსაც საერთოდ არ უნდა, ამ კონკურსში მონაწილეობას იღებდეს - პაკისტანში მცხოვრები მუსლიმებისთვის მიუღებელია სილამაზის კონკურსები.
ცნობისთვის, "მის მსოფლიოს" 72-წლიან ისტორიაში, პაკისტანს კონკურსზე არასოდეს გაუგზავნია თავისი წარმომადგენელი.
ambebi.ge
0
0