17/03/2023
13:14
პოლიტიკა
კალაძე რუს ოკუპანტს კი არ ეუბნება მშვიდობა გვინდაო, ევროპას ეუბნება - იმას, რაც რუს ოკუპანტს უნდა ვუთხრათ, დასავლეთს ეუბნებიან. საქართველოს ისტორია მაინც წაიკითხე, კახი, სანამ გამოხვალ, 2 საუკუნეზე მეტია საქართველოს ერთი მტერი ჰყავს და ეს არის რუსეთი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის ინტერესზე კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.
მანჯგალაძის თქმით, კახა კალაძემ "სამარცხვინო" განცხადებები გააკეთა.
"კალაძემ ისაუბრა, რა გინდათ, საქართველომ ხომ იომა, ქვეყანა ვითარდება და მშვიდობა გვინდაო და ამას რუს ოკუპანტს კი არ ეუბნება, რომ მშვიდობა და განვითარება გვინდა, ევროპას ეუბნება. იმას, რაც რუს ოკუპანტს უნდა ვუთხრათ, დასავლეთს ეუბნებიან. დასავლეთს უნდა ჩვენი ქვეყნის განვითარება და რუსეთს უნდა განადგურება, რომელიც თბილისიდან 35 კილომეტრში დგას და გვეუბნება მიიღეთ ფაქტად, რომ ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი ოკუპირებული მაქვს და საქართველოს დანარჩენი ნაწილის ოკუპირებაზე მომელაპარაკეთო. კახა კალაძე არის დიპლომით ისტორიკოსი, საქართველოს ისტორია მაინც წაიკითხე, კახი, სანამ გამოხვალ, 2 საუკუნეზე მეტია საქართველოს ერთი მტერი ჰყავს და ეს არის რუსეთი და როცა მშვიდობაზე ლაპარაკობ, რუსეთს უნდა მიმართო, მას უნდა უთხრა, რომ დაანებოს თავი საქართველოს და ეუბნები ევროპას, ამიტომ ხართ მატყუარები და მოღალატეები, სამართლიანად გიწოდებთ ამას საზოგადოება,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მათ შესრულებას არც კი ცდილობს.
"ტექნიკურად ჩამოწერეს პლუსები, კანონები მივიღეთო, მაგრამ შინაარსზე რას ამბობენ? ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე რა თქვა? მართლმსაჯულების რეფორმაზე თქვეს, რომ ფასადია. დამოუკიდებელი ანტიკორუფციულ ბიუროს ნაცვლად, რაც 12 პუნქტიდან ერთი რეკომენდაცია იყო, ამათ შექმნეს უწყება, რომელიც ღარიბაშვილს დაუქვემდებარეს, მედიის მიმართულებით მდგომარეობის გამოსწორების ნაცვლა,დ წინა დღეს დაიჭირეს გვარამია," - განაცხადა მანჯგალაძემ.
0
0