
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, კითხვაზე „ამ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს რომელ პარტიას/პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას“ შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ - ივნისის მონაცემებით - 35.8%, ხოლო მაისის მონაცემებით - 35.2%;
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ - ივნისი - 18%; მაისი - 16,9%;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - ივნისი - 16.6%; მაისი - 14.6%;
„ძლიერი საქართველო“ - ივნისი - 9.5%; მაისი - 13.4%;
„გახარია საქართველოსთვის“ - ივნისი - 10%; მაისი - 12.4%.
ამავე კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეობაში „ქართული ოცნების“ რეიტინგი ივნისის მონაცემებით 23%-ია, ხოლო მაისის 24.6%.
„კოალიცია ცვლილებისთვის - ივნისი - 21.0%, მაისი - 10,6%;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - ივნისი - 16,5%; მაისი - 13,9%;
„ძლიერი საქართველო“ - ივნისი - 10,6%; მაისი - 14,2%;
„გახარია საქართველოსთვის - ივნისი - 15,7%; მაისი 17,2%.
რაც შეეხება რეგიონებს, შედეგები ასეთია:
„ქართული ოცნება“ – ივნისი 41,4%; მაისი - 39,7%;
„კოალიცია ცვლილებისთვის - ივნისი - 16,7%, მაისი - 15,4%;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - ივნისი - 16,6%; მაისი - 15,0%;
„ძლიერი საქართველო“ - ივნისი - 9,1%; მაისი - 13,1%;
„გახარია საქართველოსთვის - ივნისი - 7,5%; მაისი 10,4%.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. კვლევის ტიპი - რაოდენობრივი კვლევა. სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა; შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი; მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ; შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით. შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით; გამოპასუხების წილი: 71%; საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში; კვლევის დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.
0
0