
„როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეა „ჰამასის“ შეიარაღებულ დაჯგუფებასთან იარაღით ვაჭრობასა და სხვა სამხედრო სფეროებშია ჩართული და შეუძლია შეიმუშაოს ისეთი ტაქტიკა, რომელსაც სამხრეთ კორეაზე მოულოდნელი თავდასხმისთვის გამოიყენებენ, როგორც ეს ისრაელის შემთხვევაში მოხდა,“ - განაცხადა სეულის სამხედრო მაღალჩინოსანმა.
ასევე, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელების განცხადებით, „ჰამასი“ პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია ჩრდილოეთ კორეასთან და თანამშრომლობს სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა იარაღით ვაჭრობა, ტაქტიკური ხელმძღვანელობა და სამხედრო წვრთნა. არსებობს ალბათობა, რომ ჩრდილოეთ კორეამ „ჰამასის“ თავდასხმის მეთოდები სამხრეთ კორეაში მოულოდნელი შეჭრისთვის გამოიყენოს.
მანამდე კი, „ჰამასის“ მებრძოლების მიერ ჩრდილოეთ კორეული საბრძოლო მასალის სავარაუდო გამოყენების შესახებ ვაშინგტონში დაფუძნებული მედია, რადიო Free Asia-ც იუწყებოდა. გავრცელდა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ მებრძოლს ხელში უჭირავს საბრძოლო მასალა, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში წარმოებულ F-7 ტიპის რეაქტიულ ჭურვს ჰგავს.
სამხედრო ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, F-7-ი - ფუგასურ-მსხვრევადი ჭურვის ტიპი, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული RPG-7-ის შეცვლილი სახელია. გაურკვეველია, აღნიშნული საბრძოლო მასალა პირდაპირ „ჰამასს“ მიაწოდება თუ სხვა ქვეყნების ჩართვით ტრანზაქციების საშუალებით ექსპორტირდება.
აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელების განცხადებით, ისრაელის საზღვართან ნაპოვნი 122 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, სავარაუდოდ, ექსპორტირებული იყო ჩრდილოეთ კორეიდან იმის გათვალისწინებით, რომ ჭურვები მარკირებულია, როგორც "Bang-122", ეს კი იგივე საბრძოლო მასალაა, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა საარტილერიო თავდასხმებისას იყენებს.
„ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს სხვადასხვა იარაღის ექსპორტს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის“, - თქვა სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ფხენიანმა უარყო, რომ „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმისას მისი იარაღი გამოიყენა და აღნიშნულ ბრალდებებს "უსაფუძვლო და ჭორები" უწოდა. ფხენიანის მტკიცებით, ეს განცხადება ვაშინგტონის მცდელობის ნაწილი იყო, რათა აშშ-ს კონფლიქტში ჩართვაზე პასუხისმგებლობა აერიდებინა.
ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ თავდასხმამ ისეთი არატრადიციული საშუალებებით, როგორიცაა პარაპლანი და დრონები, აჩვენა ჩრდილოეთ კორეის მიერ წარსულში გამეორებული მსგავსი მაგალითები, რამაც პალესტინის მებრძოლ დაჯგუფებასთან ფხენიანის კავშირების ირგვლივ სპეკულაციები გამოიწვია. მას შემდეგ, რაც, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სამხრეთ კორეამ ფრონტის ხაზზე საზღვრის დაკვირვების მოწინავე სისტემა განათავსა, ფხენიანმა პარაპლანების გამოყენებით საჰაერო წვრთნები გააძლიერა.
2016 წლის დეკემბერში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პარაპლანების საჯარო დემონსტრაცია ჩაატარა, რომელთა სამიზნე მაშინდელი საპრეზიდენტო კომპლექსი Cheong Wa Dae-ი იყო. სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეამ ინფილტრაციის ტაქტიკა „ჰამასსაც“ გაუზიარა.
0
0