
„7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი აშკარა დანაშაულია იმიტომ, რომ ერთ დაჯგუფებაზე დარტყმის მიზნით მკვლელობების ჩადენა გენოციდია, „ჰამასის“ ოფიციალური განზრახვა კი ისრაელებზე თავდასხმაა. მძევლების აყვანა სამხედრო დანაშაულია“, - განუცხადა BBC-ს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ლუის მორენო-ოკამპომ.
თუმცა მორენო-ოკამპომ აღნიშნა, რომ ისრაელის მიერ ღაზას ბლოკადა ასევე "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და გენოციდია".
„გენოციდის ჩადენის ერთ-ერთი ფორმა არის ხალხისთვის განზრახ ისეთი პირობების შექმნა, რომ ისინი განადგურდნენ. სწორედ ეს არის ბლოკადა. ბლოკადა იწვევს წყლის, საკვების დეფიციტს, ვერ მუშაობს საავადმყოფოები, ელექტროენერგია არ მიეწოდება იმ ადამიანებს, რომლებიც ვერსად წავლენ - ომს ვერ გაექცევიან. ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება, მაგრამ დაუშვებელია 2 მილიონი ადამიანის ბლოკადაში მოქცევა და ამგვარად საკონცენტრაციო ბანაკის შექმნა“, - დასძინა ლუის მორენო-ოკამპომ.
0
0