
ისრაელის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით საგანგებო მდგომარეობის დროს დაიხურება ისეთი სამაუწყებლო კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოს უსაფრთხოებას ზიანს აყენებენ. ერთ-ერთ ასეთ ტელეკომპანიად კატარული არხი Aljazeera სახელდება. ინფორმაციას i24news.tv ავრცელებს.
თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი და მთავრობის წევრები, ამ შემთხვევაში ისრაელში ტელეკომპანია Aljazeera-ს ბიურო დაიხურება.
Aljazeera-ს დახურვის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ის ისეთი კონტენტის გავრცელებაში დაადანაშაულეს, რომელიც ისრაელის უსაფრთხოებას ემუქრება. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ტელეკომპანია „ჰამასის “ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების პროპაგანდას ეწევა და ამას არაბულ და ინგლისურ ენებზე ახორციელებს. ასევე, ისრაელი ეჭვობს, რომ Aljezeera ისრაელის მტრებს კონფიდენციალურ ინფორმაციას აწვდის.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ამ წინადადებებს მომდევნო კვირას განიხილავს. თუ ის მიღებული იქნება, დაიხურება არხის ოფისები ისრაელში, ხოლო აპარატურის კონფისკაცია მოხდება.
0
0