26/11/2021
15:10
მსოფლიო
ისრაელის საგარეო უწყების ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანი, რომელიც საზღვარგარეთიდან დაბრუნდა, შესაძლოა, ასევე იყოს კორონავირუსის ვარიანტის მატარებელი. სამინისტროს ცნობით, ისინი კარანტინში არიან მოთავსებული. მათივე ინფორმაციით, სამივე შემთხვევაში ადამიანები ინფიცირებულები არიან და ამჟამად მიმდინარეობს მათი კონტაქტების მოძიება.
25 ნოემბერს,სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანასა და ჰონგ კონგში, B.1.1.529 ვარიანტის, ჯამში, 82 შემთხვევა დაფიქსირდა. Insider-ის მონაცემებით, ახალი ვარიანტი მუტაციების დიდ რაოდენობას (32) მოიცავს, რომლებიც ექსპერტებს აქამდე არ უნახავთ.
ექსპერტები შეშფოთებულნი არიან, რომ ვარიანტის უჩვეულო მუტაციებმა შეიძლება ის უფრო ინფექციური და ვაქცინებისადმი მდგრადი გახადოს.
სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შტამის გამო, ისრაელი შვიდ ქვეყანასთან მიმოსვლას წყვეტს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 2020 წლის იანვრიდან ისრაელში 1,3 მილიონზე მეტი COVID-19-ის შემთხვევა და 8000-ზე მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა.
0
0