30/10/2023
11:32
მსოფლიო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის განცხადებით, აშშ-ს არ აქვს განზრახვა ან გეგმა, რომ ისრაელში ან ღაზაში საბრძოლო ჯარები გაგზავნოს.
”ჩვენ არანაირი განზრახვა და არც რაიმე გეგმა გვაქვს, რომ ისრაელში ან ღაზაში საბრძოლო ჯარები გავგზავნოთ”, - თქვა კამალა ჰარისმა 60 Minutes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, აშშ ისრაელს მხოლოდ საჭირო აღჭურვილობას აწვდის და დიპლომატიურ მხარდაჭერას უწევს.
„ისრაელს, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე, საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს. როგორც უკვე ითქვა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს „ჰამასისა“ და პალესტინელების გაიგივება. პალესტინელები იმსახურებენ უსაფრთხოების თანაბარ ზომებს, თვითგამორკვევას და ღირსებას; ჩვენ ძალიან მკაფიოდ ავღნიშნეთ, რომ დაცული უნდა იყოს ომის წესები და უზრუნველყოფილი იყოს ჰუმანიტარული დახმარება“, - განაცხადა ჰარისმა.
ჰარისმა დასძინა, რომ აშშ-ს კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება სურდა და ასევე ირანს მოუწოდა, რომ ომში არ ჩაერთოს.
0
0