
ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს ინსტრუქციებს, რომლებშიც მოუწოდებენ ისრაელელებს, დარწმუნდნენ, რომ მათ აქვთ საკვებისა და წყლის ის რაოდენობა რაც მინიმუმ 72 საათის განმავლობაში დასჭირდებათ.
„ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა ოჯახმა უზრუნველყოს წყალი, საკვები, მედიკამენტები და საჭირო აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ადამიანებს ურჩევენ, იპოვონ სად არის მათი უახლოესი თავშესაფარი და დარწმუნდნენ, რომ მათ იციან გზა, თუ როგორ მივიდნენ თავშესაფრამდე.
ისრაელში 72 საათის სამყოფი წყლისა და მშრალი საკვების მომარაგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამაც.
"ისრაელის თავდაცვის ძალების ზურგის სამსახურმა, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა რჩევა, რომლის თანახმად - რეკომენდაცია იყო 72 საათის სამყოფი წყლისა და მშრალი საკვების მომარაგება.
აღნიშნული სარეკომენდაციო ხასიათის რჩევა გაუქმდა მომდევნო მითითებით და გამოცხადდა, რომ ძალაშია წინა მითითებები, რომლებიც საჰაერო განგაშის დროს ქცევის წესებს ითვალისწინებს.
გთხოვთ არ გაავრცელოთ ძველი ინფორმაცია 72 საათის სამყოფი სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით.
ზოგადად, დაცულ ოთახში რეკომენდირებულია წყლის შეტანა, ისევე როგორც - საჭირო მედიკამენტების." - წერს ჟვანია.
0
0