
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს „საინტერესო სადაზვერვო ინფორმაცია“ აქვს ირანის 60%-ით სისუფთავით გამდიდრებული ურანის ადგილმდებარეობის შესახებ.
როგორც ირანის მაღალჩინოსანმა წყარომ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, ფორდოუს ატომური ელექტროსადგურიდან მაღალგამდიდრებული ურანის უმეტესი ნაწილი მანამდე გაიტანეს, სანამ აშშ მასზე თავდასხმას განახორციელებდა.
ურანის ადგილსამყოფელის შესახებ დასმულ კითხვაზე ნეთანიაჰუმ უპასუხა:
„ჩვენ ამ პროცესს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ბირთვული პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუმცა ეს ერთადერთი არ არის. ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია ამის შესახებ, რომელსაც მაპატიებთ, თუ არ გაგიზიარებთ.’’
როგორც წესი, ბირთვულ იარაღში გამოსაყენებლად ურანი 90%-მდე უნდა გამდიდრდეს. გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს განცხადებით, ირანს 60%-ით გამდიდრებული 400 კგ ურანი აქვს.
0
0