
ისრაელმა კატარელი და ეგვიპტელი შუამავლების მეშვეობით „ჰამასს“ ცეცხლის 2 თვით შეწყვეტა შესთავაზა, დაჯგუფების მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ Axios-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის ახალი წინადადება ყველა გადარჩენილი მძევლისა და დაღუპულთა ცხედრების რამდენიმე ეტაპად გადაცემას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე საუბარია ქალებზე, 60 წელს გადაცილებულ კაცებსა და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ მძევლებზე. დანარჩენი ეტაპები ქალი სამხედროების, 60 წლამდე კაცების, კაცი სამხედროებისა და დაღუპულთა ცხედრების დაბრუნებას ითვალისწინებს.
ასევე აღნიშნულია, რომ სანაცვლოდ ისრაელი მზად არის პალესტინელი პატიმრების „მნიშვნელოვანი რაოდენობა“ გაათავისუფლოს. თუმცა, ისრაელში აცხადებენ, რომ ქვეყანა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტს და არც ყველა პალესტინელს გაათავისუფლებს. ამასთან, აღინიშნება, რომ თუ „ჰამასი“ შეთავაზებას დათანხმდება, ორთვიანი პაუზის შემდეგ „ცაჰალის“ ოპერაციების ინტენსივობა ღაზაში მნიშვნელოვნად შემცირდება.
ამ ეტაპზე ისრაელი „ჰამასის“ პასუხს ელოდება.
7 ოქტომბერს, „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შედეგად, ტერორისტებმა 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 240-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს. ნოემბერში „ჰამასმა“ 108 მძევალი ისრაელის ციხეებში მყოფ პალესტინელებზე გადაცვალა. ამჟამად „ჰამასს“ 136 მძევალი ჰყავს - 113 კაცი, 20 ქალი და 2 ბავშვი.
0
0
ლევან გაჩეჩილაძეს დღეს დაკრძალავენ
23/08/2025