-share.jpg)
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ, ღაზაში ომის წარმოებით, ძირს უთხრის ისრაელს და მას სტრატეგიის შეცვლისკენ მოუწოდა.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ნეთანიაჰუ „უფრო აზარალებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება“ ქვეყნის ღირებულებების საწინააღმდეგო ომის წარმოებით. ბაიდენის კომენტარების შესახებ შეკითხვაზე, ვონგმა განაცხადა, რომ ისრაელი საერთაშორისო მხარდაჭერას შეინარჩუნებს, თუ ის ღაზაში არსებულ „ჰუმანიტარული კატასტროფის პრობლემას“ გადაჭრის.
”7 ოქტომბერს [„ჰამასის“ მხრიდან] ტერორისტული თავდასხმა მოხდა და იმ დროს მსოფლიო ისრაელის მიმართ სამართლიანად განეწყო ძალიან თანაგრძნობით და სოლიდარობით. ვფიქრობ, მსოფლიო შეძრწუნებულია არსებული სიტუაციით… და მე ვიტყოდი, რომ თუ ისრაელი ღაზას სექტორში თავის სტრატეგიას არ შეცვლის, ის საერთაშორისო მხარდაჭერას დაკარგავს,” - თქვა ვონგმა ავსტრალიის ფინანსური მიმოხილვის ბიზნესსამიტზე.
0
0