
13 მარტიდან ისრაელი უკრაინელების მიღებას ზღუდავს. უკრაინისთვის ეს გადაწყვეტილება გასაკვირი იყო, ამის შესახებ, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
მაღალჩინოსანმა მადლობა გადაუხადა ისრაელს იმ ნაბიჯებისთვის, რომლებსაც ის დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას მძიმე ომის და მისი პირველი შედეგების დაძლევაში, თუმცა გადაწყვეტილება ლტოლვილების მიღების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მისი თქმით, მოულოდნელია.
„ნება მომეცით შევახსენო ყველა ჩვენს პარტნიორს: თქვენმა ხალხებმა დიდი ხანია, ნათლად აჩვენეს და თქვეს, რა უნდა გააკეთოთ. ნახეთ და მოუსმინეთ თქვენს ამომრჩეველს, მათ გააკეთეს არჩევანი. ისინი მხარს უჭერენ უკრაინას. ისინი ჩვენთან არიან. და თქვენ?“, - წერს ანდრი ერმაკი.
პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინა უპასუხებს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც აზიანებს ქვეყნისა და უკრაინელების ინტერესებს.
0
0