16/04/2024
11:06
მსოფლიო
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის რაფაელ გროსის განცხადებით, ის შიშობს, რომ ისრაელის სამიზნე, შესაძლოა, ირანის ბირთვული ობიექტები გახდეს.
„14 აპრილს, ირანმა თავისი ბირთვული ობიექტები უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დახურა, ხოლო, 15 აპრილს, ხელახლა გახსნა, თუმცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები სიფრთხილის ზომებს მიიღებენ, სანამ სიტუაციის სრულად დასტაბილურებაში არ დარწმუნდებიან,“ - განაცხადა გროსმა.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ისრაელის თავდასხმის სამიზნე ირანის ბირთვული ობიექტები გახდეს, გროსმა უპასუხა:
„რეალურად, შეშფოთებულნი ვართ, რადგან ისრაელმა, შესაძლოა, ირანს ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით უპასუხოს,“ - თქვა გროსმა და ისრაელს "უკიდურესი თავშეკავებისკენ“ მოუწოდა.
როგორც ცნობილია, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რეგულარულად ამოწმებს ირანის მთავარ ბირთვულ ობიექტებს. ირანის მტკიცებით, მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია, თუმცა დასავლეთის ქვეყნები ამბობენ, რომ თეირანი ბირთვული ბომბების შექმნას ცდილობს.
0
0