
პალესტინის ეროვნული ჰუმანიტარული ორგანიზაცია წითელი ნახევარმთვარის განცხადებით, ისრაელის ძალებმა გასცეს ბრძანება ღაზაში მდებარე ალ-კუდსის საავადმყოფოში ევაკუაციის შესახებ. ამის შესახებ BBC იტყობინება.
წითელი ნახევარმთვარის ცნობით, საავადმყოფოში ამჟამად 400-ზე მეტი პაციენტი და 12000 დევნილი მშვიდობიანი მოქალაქეა.
პალესტინის ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ საერთაშორისო საზოგადოებას ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდა, რათა მათივე თქმით, თავიდან აიცილონ სხვა კატასტროფა, როგორიც ალ-აჰლის საავადმყოფოში მოხდა.
ცნობისთვის, ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, პალესტინელები ისრაელს ადანაშაულებენ. ისრაელის მხარე კი ამტკიცებდა, რომ ეს ღაზას შიგნიდან წარუმატებლად გასროლილი რაკეტით იყო გამოწვეული.
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026