03/07/2023
13:39
მსოფლიო
ისრაელის არმიამ ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთით, ქალაქ ჯენინში მდებარე ბოევიკების ბანაკზე მრავალჯერადი საჰაერო თავდასხმა განახორციელა.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დარბევისას დაიღუპა, სულ მცირე, სამი პალესტინელი, 20-ზე მეტი კი - დაშავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ისინი თავს დაესხნენ "ქალაქ ჯენინში იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების განთავსების ადგილს".
”ჩვენ არ ვიქნებით უმოქმედოდ, სანამ ტერორისტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის შევიწროებას. ტერორისტები ჯენინის ბანაკს სამალავად იყენებენ”, - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა და დასძინეს, რომ ბანაკი ”ტერორისტების საყრდენი წერტილია”.
ჯენინის ბატალიონმა, სამხედრო ქოლგამ, რომელიც მოიცავს პალესტინის დაჯგუფებების - ფათაჰის, ჰამასის და ისლამური ჯიჰადის - შეიარაღებულ მებრძოლებს, განაცხადა: „ჩვენ ერთობლივად ვებრძვით საოკუპაციო ძალებს ბოლო ამოსუნთქვამდე, სანამ ტყვიის მარაგი არ ამოგვეწურება."
0
0