
უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის (HRW) განცხადებით, აღმოაჩინა მტკიცებულება იმისა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორისა და ლიბანის დაბომბვისას თეთრი ფოსფორი გამოიყენა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, ამ ბრალდების საპასუხოდ, ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ამ დროისთვის თეთრი ფოსფორის გამოყენებაზე არაფერია ცნობილი.
თეთრი ფოსფორი ადვილად აალებადი ნივთიერებაა, რომელიც ხანდახან სამხედროების მიერ ტერიტორიის მოსანიშნად გამოიყენება, თუმცა მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს ძლიერი დამწვრობები.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.
0
0