
ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ღაზას სექტორიდან გამოიყვანეს 52 წლის კაიდ ფარხან ალ-კადი, რომელიც 7 ოქტომბრის შემდეგ „ჰამასის“ ტყვეობაში იმყოფებოდა.
როგორც CNN წერს, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა კაცი ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში ჩატარებული „რთული ოპერაციის“ შედეგად, ბუნკერიდან დაიხსნეს. ამჟამად, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„მისი მდგომარეობა სტაბილურია. სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად, გადაყვანილია საავადმყოფოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არსებული ცნობით, ისრაელის მოქალაქე სამხრეთ ისრაელში, ბედუინების ქალაქ რაჰატიდან არის.
როგორც The Times of Israel წერს, გათავისუფლებულ ტყვეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ტელეფონით ესაუბრა და გადასცა, რომ „მისი დაბრუნებით მთელი ქვეყანა აღფრთოვანებულია“.
0
0