
ისრაელმა ფეხით მოსიარულეებისთვის ღაზასა და ეგვიპტეს შორის საზღვარი გახსნა, რაც პალესტინელებს საშუალებას მისცემს, ანკლავი დატოვონ.
როგორც „როიტერი“ წერს, გარდა ამისა, ღაზის სექტორში დაბრუნება შეეძლებათ იმ პალესტინელებსაც, რომლებმაც რეგიონი ომის გამო დატოვეს და ეგვიპტეს შეაფარეს თავი.
ისრაელის უსაფრთხოების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ევროპელი მონიტორინგის ჯგუფებიც გააკონტროლებენ.
პალესტინის ოფიციალური პირების თქმით, ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 100 000 პალესტინელი გაიქცა ღაზიდან, მათი უმეტესობა პირველი ცხრა თვის განმავლობაში.
ცნობისთვის, რაფაჰის გამშვები პუნქტი ისრაელმა ღაზაში ომის დაწყებიდან დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ, 2024 წლის მაისში დაიკავა. აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით, ისრაელ-„ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებას 2025 წლის ოქტომბერში მოეწერა ხელი.
0
0