18/11/2023
12:19
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციისთვის ერთი საათი გამოყო - ამის შესახებ ღაზის სექტორიდან AFP-ის ჟურნალისტი იტყობინება.
მისი ინფორმაციით, ისრაელელი სამხედროები დაუკავშირდნენ საავადმყოფოს დირექტორს, მოჰამედ აბუ სალმიას და გასცეს ინსტრუქციები „პაციენტების, დაჭრილების, ლტოლვილებისა და სამედიცინო პერსონალის ევაკუაციასთან დაკავშირებით“.
ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება „ცაჰალს“ ჯერ არ გაუვრცელებია.
ალ-შიფას საავადმყოფო ღაზის სექტორის ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულებაა. ისრაელის მტკიცებით, საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრია განლაგებული.
„ცაჰალმა“ არაერთხელ მოუწოდა საავადმყოფოს პერსონალს ღაზის სექტორის სამხრეთში ევაკუაციისკენ, თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტების ნაწილი ტრანსპორტირებას არ ექვემდებარება.
0
0