ისრაელისთვის მოწოდება ცეცხლის შეწყვეტაზე არის მოწოდება, რომ „ჰამასს“ დანებდეს, დანებდეს ტერორიზმს, დანებდეს ბარბაროსობას - ეს არ მოხდება - ნეთანიაჰუ
30/10/2023
22:27
მსოფლიო
A-
+A
მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის მოწოდება ისრაელისთვის, რომ „ჰამასს“ დანებდეს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ისრაელი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების შეწყვეტას 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმების შემდეგ. მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის მოწოდება ისრაელისთვის, რომ „ჰამასს“ დანებდეს, დანებდეს ტერორიზმს, დანებდეს ბარბაროსობას. ეს არ მოხდება“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ უცხოური მედიის წარმომადგენლებს.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას არავინ მოუწოდებდა.
0
0
184
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%