16/04/2024
16:29
მსოფლიო
ტურინის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ისტორიის პროფესორი ლორენცო კამელი პროგნოზირებს, რომ ისრაელი ირანს დაუყოვნებლივ არ გადაუხდის სამაგიეროს, რადგან დასავლეთი კვლავ მისი მხარდაჭერი იქნება.
„ისრაელი თავს დაესხა ირანის საკონსულოს სირიაში, რათა ღაზის სექტორიდან გლობალური ყურადღება ამ ინციდენტზე გადაეტანა და ირანი იძულებული გაეხადა, რომ საპასუხო ზომები მიეღო და თავად ისრაელს აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნებისგან სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა გაეძლიერებინა“, - განუცხადა Al Jazeera-ს ლორენცო კამელმა.
„ასე რომ, ისრაელი ირანს დაუყოვნებლივ არ გადაუხდის სამაგიეროს, რადგან მან [ისრაელმა] უკვე ზუსტად ის მიიღო, რაც სურდა. ახლა იხსნება ახალი შესაძლებლობების ფანჯარა ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ამჟამად, ყველა დასავლური ქვეყანა ისრაელს სრულად ემხრობა. ისრაელს შეუძლია შური იძიოს, ოღონდ, მოგვიანებით - ეს იქნება „ომი დაუძლურებაზე“,“ - თქვა ლორენცო კამელმა.
0
0