28/08/2023
12:23
მსოფლიო
ლიბიის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ელი კოენს უფლებამოსილება შეუჩერა მას შემდეგ, რაც ის ისრაელელ კოლეგას ნაჯლა ალ-მანგოუშს არაოფიციალურად შეხვდა.
შეხვედრას ლიბიაში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რადგან ტრიპოლი ისრაელს არ ცნობს და პალესტინას უჭერს მხარს.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა ნაჯლა ალ-მანგოუშთან შეხვედრას ურთიერთობების დამყარებისკენ გადადგმული პირველი ისტორიული ნაბიჯი უწოდა.
ისრაელი ცდილობს, მჭიდრო კავშირები დაამყაროს არაბულ და მუსულმანურ ქვეყნებთან, მათ შორის ნავთობით მდიდარ ლიბიასთან.
თუმცა ლიბიის საპრეზიდენტო საბჭომ, რომელიც ქვეყნის სამ პროვინციას წარმოადგენს, განაცხადა, რომ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზება უკანონოა. ლიბიის პარლამენტის თავმჯდომარემ ალ-მანგოუში „დიდ ღალატში“ დაადანაშაულა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა აბდულ ჰამიდ დბეიბამ გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გასულ კვირას, რომის სამიტის ფარგლებში, ის შემთხვევით შეხვდა ალ-მანგოუშს და "ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დიდი პოტენციალი" განიხილეს.
მისი თქმით, მხარეებმა ისაუბრეს ჰუმანიტარულ საკითხებში ისრაელის დახმარებაზე, რაც მოიცავს სოფლის მეურნეობას, წყლის მენეჯმენტს და ლიბიაში ებრაული მემკვიდრეობის [მათ შორის სინაგოგებისა და სასაფლაოების განახლება] შენარჩუნების მნიშვნელობას.
შეხვედრასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში და კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა.
დემონსტრანტებმა გზები გადაკეტეს, საბურავები დაწვეს და პალესტინის დროშა ააფრიალეს.
0
0