
ისრაელის განცხადებით, „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის წარმომადგენელი აბუ ობეიდა ღაზის სექტორზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას „უნაკლო სიკვდილით დასჯა“ უწოდა.
„ამ ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი გახდა [შინ ბეთისა] და ისრაელის თავდაცვის ძალების დაზვერვის დირექტორატის მიერ წინასწარ შეგროვებული სადაზვერვო ინფორმაციის წყალობით. ღაზაში გაძლიერებული სამხედრო კამპანიის სამიზნე ობეიდას კიდევ ბევრი კრიმინალური პარტნიორი აღმოჩნდება,“ - განაცხადა კაცმა.
როგორც ცნობილია, აბუ ობეიდა „ჰამასის“ სამხედრო ფრთის რამდენიმე დარჩენილ მაღალჩინოსანს შორის იყო, რომელმაც 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე სასიკვდილო თავდასხმა განახორციელა.
როგორც BBC-ი წერს, „ჰამასმა“ აბუ ობეიდას გარდაცვალება არ დაადასტურა. პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ მანამდე განაცხადა, რომ ღაზის ალ-რიმალის უბანში საცხოვრებელ შენობაზე ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.
0
0