ისრაელელი სამხედროების განცხადებით, დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე, ქალაქ ტულკარმში არსებული მეჩეთის შიდა და მიმდებარე ტერიტორიაზე ორმხრივი სროლის დროს, ხუთი პალესტინელი „ბოევიკი“ მოკლეს, რომელთა შორისაც „ისლამური ჯიჰადის“ მეთაურია.
ისრაელის მხრიდან ხუთშაბათს დილით მოწყობილი რეიდების შემდეგ, ქვეყნის თავდაცვის ძალებში (IDF) განაცხადეს, რომ მეჩეთში დაღუპულ ხუთ პირს შორის არის „ისლამური ჯიჰადის“ ადგილობრივი ფილიალის ლიდერი მუჰამად ჯაბერი, რომელიც ცნობილია იყო აბუ შუჯას სახელით.
როგორც IDF-ში აცხადებენ, ჯაბერი მრავალი ტერორისტული თავდასხმის უკან დგას, მათ შორის, მას უკავშირდება ივნისში, დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ყალკილიაში სროლა, რასაც ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
როგორც CNN წერს, მხარეებს შორის სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთხშაბათს ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა წამოიწყო ბოლო წლების განმავლობაში.
როგორც გამოცემა წერს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა ბრძანება გასცა, დასავლეთ სანაპიროზე ჩაეტარებინათ „ოპერაცია ღაზს სტილში“, რათა „ისლამურ-ირანის ტერორისტული ინფრასტრუქტურა“ აღმოეჩინათ.
0
0