-share.jpg)
27 ოქტომბერს, სამხრეთ ღაზას ქალაქ ხან იუნისზე ისრაელმა საჰაერო თავდასხმები განახორციელა. თავდასხმის შედეგად დაშავებული პალესტინელები სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდა, რომ, უსაფრთხოების მიზნით, კონფლიქტის ზოლის ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გაქცეულიყო, თუმცა საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები მთელ ანკლავში, სამხრეთ ტერიტორიის ჩათვლით, გაგრძელდა.
იმავდროულად, გაეროს დაზარალებულთა დახმარებისა და სამუშაოების სააგენტომ (UNRWA) განაცხადა, რომ, ღაზას სექტორის მასშტაბით, გაეროს მიერ 150 ადგილზე მობილიზებულ თავშესაფრებში, ამჟამად, 629,000 ლტოლვილი აფარებს თავს.
”თავშესაფრების ამჟამინდელი გადატვირთულობის პირობები კვლავ შემაშფოთებელია და ლტოლვილები ჯანმრთელობისა და თავდაცვის რისკის წინაშე დგანან.
ღაზაში სამი სკოლა დაზიანდა ახლომდებარე საჰაერო თავდასხმების შედეგად. დაიღუპა ერთი და დაშავდა 15 ადამიანი. 5000-ზე მეტი ღაზელი, რომლებიც ისრაელში ცხოვრობდა, იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე გადასახლდა. ისინი ასევე განიცდიან საკვების უსაფრთხოების პრობლემებს, თავშესაფრისა და ფულადი დახმარების დეფიციტს”, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
0
0