
13 ივნისს, გამთენიას, ისრაელმა ირანზე თავდასხმების მასშტაბური ტალღა წამოიწყო, რომლის სამიზნე სამხედრო ლიდერები და ბირთვული მეცნიერები იყვნენ. დაიბომბა ბირთვული და სარაკეტო ობიექტები და სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე ფარული დივერსიული ოპერაციები ჩატარდა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის, IRINN-ის ცნობით, ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი ემსხვერპლა. მოჰამედ ჰოსეინ ბაგერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ირანის რამდენიმე სახელმწიფო მედიასაშუალებამ გაავრცელა, მათ შორის Tasnim-მა, Fars-მა და Raja News-მა. დაღუპულია ასევე ირანის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი ალი შამხანი, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარსარდალი, გენერალი ჰოსეინ სალამი, გენერალ-მაიორი ღოლამ ალი რაშიდი და ცნობილი ბირთვული მეცნიერები ფერეიდუნ აბასი-დავანი და მოჰამედ მეჰდი თეჰრანჩი.
„ალი შამხანის მკვლელობაც დადასტურდა“, - განაცხადა IRINN-მა.
შამხანი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის, მთავარი მრჩეველი იყო და თითქმის ათი წლის განმავლობაში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა.
ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ მოჰამედ ბაგერის სიკვდილის შემდეგ, ირანის უზენაესმა ლიდერმა შეიარაღებული ძალების შტაბის ახალ უფროსად ჰაბიბოლა საიარი დანიშნა, ხოლო „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ახალ მთავარსარდლად -„ყუდსის ძალების“ ყოფილი მეთაური აჰმად ვაჰიდი.
0
0