07/05/2024
11:05
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი სამხედროები ღაზის მხარეს რაფაჰის გამშვები პუნქტს აკონტროლებენ. თავდავის ძალების განცხადებით, 401-ე ჯავშანსატანკო ბრიგადამ დილით რაფაჰის გადასასვლელი პუნქტის დაიკავა, რომელიც ღაზის სექტორისა ეგვიპტის საზღვარზე მდებარეობს.
სამხედროების გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ შედიან ტანკები რაფაჰის გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ აქვთ „სადაზვერვო ინფორმაცია, რომ აღნიშნულ გამშვებ პუნქტს ტერორისტები ტერორისტული მიზნებისთვის იყენებდნენ“.
როგორ არმიაში აცხადებენ, გამშვები პუნქტი ამჟამად მოწყვეტილია აღმსოავლეთ რაფაჰის სალაჰ-ა-დინის გზიდან , რომელიც ისრაელის ძალებმა ღამით ჩატარებული ოპერაციის დროს დაიკავეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამის ოპერაციისას მოკლულია 20 შეიარაღებული პირი და აღმოჩენილია სამი მნიშვნელოვანი გვირაბი.
0
0
აშხაბადში შოთა რუსთაველის მემორიალი გაიხსნა
19/05/2024