
ისრაელის თავდაცვის ძალების უმაღლესი წარმომადგენელი, კონტრადმინი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორის გარშემო ყველა თემზე კონტროლი აღდგენილია. თუმცა, უწყება ამბობს, რომ დასახლებებში, შესაძლოა, ტერორისტები რჩებოდნენ.
სპიკერის განცხადებითვე, ისრაელის შიგნით არ მიმდინარეობს ბრძოლა ისრაელის თავდაცვის ძალებსა და "ჰამასს" შორის.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო.
ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 2 200-ს აღემატება. ასევე, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 500-მდე პალესტინელი.
0
0