15/12/2023
11:30
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თქმით, ღაზაში კიბუც რეიმთან გამართული სუპერნოვას მუსიკალური ფესტივალიდან ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი 28 წლის ელია ტოლედანოს ცხედარი იპოვეს.
ცხედარი მისი ისრაელში გადმოსვენების შემდეგ სამედიცინო და რაბინულმა ხელმძღვანელობამ ამოიცნო. უცნობია როდის და რა ვითარებაში დაიღუპა ტოლედანო.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა კაცი ბოლოს სუპერნოვას ფესტივალზე თავის მეგობართან, 21 წლის მია შემთან ერთად ნახეს. შემი 1 დეკემბერს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებითი შეთანხმების მოქმედებისას გაათავისუფლეს. თავდასხმის დროს ქალს ხელში ესროლეს, ღაზის სექტორში კი მას ოპერაცია პალესტინელმა ვეტერინარმა ჩაუტარა.
სუპერნოვას მუსიკალურ ფესტივალზე ჰამასმა 360-მდე ადამიანი მოკლა, 36 კი მძევლად აიყვანა.
ამჟამინდელი მონაცემებით, ღაზაში 134 მძევალი რჩება, თუმცა, ყველა მათგანი ცოცხალი არ არის. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჰამასის ტყვეობაში მყოფი 20 ადამიანის დაღუპვის დადასტურება შეძლეს. გარდა ამისა, ელია ტოლედოს ცხედართან ერთად სექტორში კიდევ 5 მძევლის ცხედარია ნაპოვნი.
0
0