22/04/2024
14:57
მსოფლიო
ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის Chatham House-ის პოლიტიკური ანალიტიკოსის იოსი მეკელბერგის შეფასებით, ისრაელის სამხედრო დაზვერვის უფროსის აარონ ჰალივას გადადგომა მოსალოდნელი იყო და, ახლა, პოლიტიკური ლიდერები, სავარაუდოდ, გაძლიერებულ ზეწოლას განიცდიან, რათა, პასუხისმგებლობა აიღონ დაზვერვის წარუმატებლობაზე, რასაც ოქტომბერში, „ჰამასის“ თავდასხმა მოჰყვა.
„ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობის წევრებმა განაცხადეს, რომ, როგორც კი ღაზაში ომი დასრულდებოდა, ისინი თანამდებობას დატოვებდნენ. თუმცა, რადგან კონფლიქტს დასასრული არ უჩანს, აარონ ჰალივას გადადგომა გარდაუვალი იყო. რაღაც საშინელება ხდება ისრაელის დაზვერვის „სამეფოში". ჰალივაზე უდიდესი ზეწოლა განხორციელდა არამხოლოდ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე არასათანადოდ რეაგირების, ასევე დაზვერვის წარუმატებლობის გამო - თუ როგორი იქნებოდა ირანის პასუხი დამასკოში საკონსულოს შენობაზე ისრაელის სავარაუდო თავდასხმაზე, რამაც რეგიონი ომის ზღვარზე მიიყვანა.
მათ ქვეყანა და რეგიონი ომის ზღვარზე დატოვეს - როგორც ჩანს, არავისგან გაჟღერებულა გაფრთხილება ისრაელზე 300-ზე მეტი რაკეტით თავდასხმასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, აარონ ჰალივას გადადგომის შემდეგ სხვა სამხედრო ჩინოვნიკებიც იმავეს გააკეთებენ თუ არა, ეს შემთხვევა პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე ზეწოლას მოახდენს,“ - განუცხადა მეკელბერგმა Al Jazeera-ს.
0
0