
“ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო განაახლებს პირდაპირ კონტაქტებს რუსეთის ფედერაციასთან უმაღლეს დონეზე და, ასევე, ნაკლებად საჯაროდ ისაუბრებს რუსეთ-უკრაინის საკითხზე”, - ამის შესახებ ისრაელის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა.
ამის შესახებ rbc.ua იუწყება Haaretz-ზე დაყრდნობით.
ცოტა ხნის წინ კოენმა განაცხადა, რომ 3 იანვარს სატელეფონო საუბარი ექნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან. ეს იქნება პირველი დიალოგი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მასშტაბური ომის დაწყების შემდეგ.
„რუსეთ-უკრაინის საკითხზე ჩვენ ერთ რამეს აუცილებლად გავაკეთებთ - ნაკლებად ვისაუბრებთ საჯაროდ“, - განაცხადა კოენმა.
თუმცა, კოენი ამბობს, რომ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდება.
0
0