
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა და ევროკავშირის კომისარმა ხმელთაშუა ზღვის საკითხებში, დუბრავკა შუიცამ იერუსალიმში გამართულ შეხვედრაზე ღაზის, პალესტინის ავტონომიისა და დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების საკითხები განიხილეს.
ვიზიტი ისრაელ-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის დაძაბულ პერიოდს დაემთხვა მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს საარმა გამოაცხადა, რომ წყვეტს ყოველგვარ კონტაქტს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან, კაია კალასთან.
გავრცელებული ინფორმაციით, კალასმა ისრაელი სამხრეთ აფრიკის აპართეიდის რეჟიმს შეადარა. საარმა კალასი დაადანაშაულა „ისრაელის მიმართ აკვიატებულ და აშკარად უსამართლო ქმედებებში“.
„ჩვენ გვჯერა ევროკავშირთან ყოვლისმომცველი, გულწრფელი და ღია დიალოგის მნიშვნელობის. თუმცა, „დიალოგი“ არ შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ ერთი მხარე მეორეს კარნახობდეს საკუთარ პოლიტიკურ პოზიციებს“, - განაცხადა საარმა.
0
0