ისრაელის ქალაქებში კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმის
12/05/2023
09:06
მსოფლიო
A-
+A
ისრაელის ქალაქებში კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტა, ამჯერად თელ-ავივიდან 28 კილომეტრში მდებარე ქალაქ რეჰოვოტში ჩავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.
ვითარება ისრაელსა და პალესტინურ ანკლავს შორის 3 დღის წინ დაიძაბა. ისრაელის მხარის მტკიცებით, წერტილოვანი დარტყმები განხორციელდა დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე.
სამხედრო ოპერაციის შედეგად 20-ზე მეტი პალესტინელი, მათ შორის, „ისლამური ჯიჰადის“ ორი მეთაური დაიღუპა. პასუხად, პალესტინური დაჯგუფება ისრაელზე სარაკეტო იერიშებს ახორციელებს. ბოლო 72 საათის განმავლობაში, ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა იქნა გაშვებული. რამდენიმე, დასახლებულ რაიონებში ჩავარდა.
0
0
213
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%